ტაილანდის სამეფოში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები
ზოგადი ინფორმაცია
ტაილანდის სამეფოში მგზავრობა დაშვებულია ნებისმიერი მიზნით.
ვაქცინირებულ პირთა მიმართ მოქმედებს ქვეყანაში შესვლის განსხვავებული წესი.
ქვეყანაში აღიარებული ვაქცინებია:
- Pfizer-BioTech;
- AstraZeneca;
- Moderna;
- Janssen;
- Sinopharm;
- Sinovac;
- Sputnik V;
- Covishield (Serum Institute of India)
ვაქცინაციის მეორე დოზიდან (Janssen შენთხვევაში პირველი აცრიდან) გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე.
ვაქცინირებულთა შესვლის პირობები
სრულად ვაქცინირებულ მგზავრებს RT-PCR / Professional ATK COVID 19 ტესტის ჩატარება არ მოეთხოვებათ.
ბავშვები 5-დან 17 წლის ასაკში, რომლებიც მგზავრობენ მშობლების გარეშე, სრულად ვაქცინირებულად ითვლებიან, ვაქცინის 1 დოზის მიღების შემთხვევაშიც. მშობლებთან ერთად მგზავრობის შემთხვევაში, ამ ასაკის ბავშვებთან მიმართებაში ვაქცინაციის მოთხოვნა არ არსებობს.
არავაქცინირებულთა შესვლის პირობები
არავაქცინირებულმა მგზავრებმა უნდა წარადგინონ მგზავრობამდე არაუმეტეს 72 საათით ადრე ჩატარებული RT-PCR / Professional ATK COVID 19 ტესტის უარყოფითი პასუხი.
6 წლამდე ასაკის ბავშვები გათავისუფლებულნი არიან PCR ტესტის ჩატარების მოთხოვნისგან.
ტრანზიტით გავლის შესაძლებლობა
ტრანზიტი ნებადათულია Suvarnabhumi International Airport-სა და Don Mueang International Airport-ის გავლით. ტრანზიტის დრო არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს.
ტრანზიტი ნებადართულია ასევე Phuket International Airport-ის გავლითაც, ოღონდ ტრანზიტის დრო არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს.
დამატებითი ინფორმაცია
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:
ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო/უვიზო რეჟიმის) მოთხოვნები.
სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
განახლებულია: 06.09.2022