სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

 

 ზოგადი ინფორმაცია

 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში შესასვლელად საქართველოს მოქალაქე კოვიდ-ვაქცინირებულთათვის არ მოქმედებს განსხვავებული წესი.

 

მოგზაურობა დაშვებულია ყველა კატეგორიის მგზავრისთვის.

ყველა მგზავრმა, მათ შორის არასრულწლოვანმა, უნდა წარადგინოს 72 საათით ადრე გაკეთებული PCR/სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი

იმ შემთხვევაში, თუ მგზავრმა ვერ წარმოადგინა COVID-19 უარყოფითი ტესტის დამადასტურებელი საბუთი, მგზავრს მოეთხოვება ჩაუტარდეს ტესტი საკუთარი ხარჯებით ჩამოსვლისთანავე და იმ შემთხვევაში, თუ პასუხი იქნება დადებითი, მას მოეთხოვება იზოლირება საკუთარი ხარჯებით, 10 დღის ვადით.


 

 დამატებითი ინფორმაცია

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

https://www.gov.za/covid-19/individuals-and-households/travel-coronavirus-covid-19  

http://www.nicd.ac.za/

კორონავირუსის ცხელი ხაზი: 0800 029 999


 

 ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.



  განახლებულია 21.06.2021 წელს