ბრუნეი დარუსალამში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების პირობები

 

 

   ზოგადი ინფორმაცია

 

ამ ეტაპზე, ბრუნეის საზღვრები უცხოელი ტურისტებისთვის დაკეტილია.

 

გამონაკლისის სახით დაშვებულია იმ უცხო ქვეყნების მოქალაქეების შესვლა, ვისაც გააჩნიათ ბრუნეის მთავრობის მიერ გაცემული წერილობითი ნებართვა. 

 


 

   ტესტის წარდგენის ვალდებულება

 

ნებისმიერი ასაკის მოქალაქე ვალდებულია საზღვრის კვეთისას წარმოადგინოს ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული ტესტის ნეგატიური პასუხი.

ბრუნეიში ჩამოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც გააჩნიათ ბრუნეის მთავრობის მიერ გაცემული ქვეყანაში შემოსვლის წერილობითი თანხმობა  ექვემდებარებიან ტესტირების გავლას. აეროპორტში ტესტის ღირებულებაა, დაახლოებით, 350 აშშ დოლარი.

http://www.moh.gov.bn/Shared%20Documents/2019%20ncov/Swab%20charges_website_14082020.pdf

ტესტირების გავლას ექვემდებარება ბრუნეიში ჩამოსული ნებისმიერი ასაკის მოქალაქე, მათ შორის ვაქცინირებული პირებიც. 


 


 

   თვითიზოლაცია/კარანტინი

 

ბრუენიში შესული უცხო ქვეყნის მოქალაქე ექვემდებარება 14 დღიან კარანტინს. ბრუნეის მთავრობის მიერ გამოყოფილ სასტუმროებში. ტესტირებისა და სასტუმროს საფასურს იხდის ბრუნეიში ჩასული უცხო ქვეყნის მოქალაქე.

http://www.moh.gov.bn/Shared%20Documents/2019%20ncov/8-2020%20Update%20on%20mandatory%20isolation%20for%20travelers%2020.03.2020_EN.pdf

 


 

   ტრანზიტად გავლის შესაძლებლობა

 

აკრძალულია ბრუნეის აეროპორტის ტრანზიტად გამოყენება.

 


 

   დამატებითი მოთხოვნები

 

ბრუნეიში ჩასვლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა მოიპოვოს ბრუნეის მთავრობის ქვეყანაში შესვლის წერილობითი თანხმობა. ბრუნეიში ჩასული პირი ვალდებულია მობილურ ტელეფონში ჩამოტვირთოს BruHealth application აპლიკაცია.     

 


 

   დამატებითი ინფორმაცია

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

 

ბმული 1

ბმული 2

 


 

  ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო/უვიზო რეჟიმის) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

  განახლებულია: 21.06.2021