მიანმარის კავშირის რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

 

   ზოგადი ინფორმაცია

 

ამ ეტაპზე მიანმარის საზღვრები უცხოელი ვიზიტორებისათვის დაკეტილია.

გამონაკლისი დაშვებულია მხოლოდ დიპლომატებისთვის.

უცხო ქვეყნების საელჩოებისა და გაეროს დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები  ვალდებულნი არიან  საზღვრის კვეთისას წარმოადგინონ ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული ტესტის ნეგატიური პასუხი.

მიანმარში ჩასულ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ექვემდებარებიან ტესტირების ადგილზე გავლას და 14 დღიან სავალდებულო კარანტინს. ტესტირებისა და სასტუმროს საფასურს იხდის უცხო ქვეყნის მოქალაქე.

 


 

  ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

  განახლებულია: 21.06.2021