მონღოლეთში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

 

   ზოგადი ინფორმაცია

 

დაშვებულია ნებისმიერი მიზნით მოგზაურობა, ვიზის არსებობის შემთხვევაში.

უცხოეთიდან ჩასულმა მგზავრებმა საზღვარზე, საკუთარი ხარჯებით უნდა ჩაიტარონ RT-PCR ტესტი. აგრეთვე, მათ 5 დღის განმავლობაში, სახლის პირობებში უნდა აწარმოონ საკუთარი ჯანმრთელობის მონიტორინგი.

დაშვებული ვაქცინებია: Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen (J&J), Sinopharm, Sinovac, Sputnik V.

12 იანვრიდან, ქვეყანაში ჩასული მგზავრები გათავისუფლებული არიან საიზოლაციო დაწესებულებებში 3-დღიანი კარანტინის გავლის ვალდებულებისგან;

4 წლამდე ასაკის ბავშვები გათავისუფლებული არიან საზღვარზე „COVID-19“-ის ტესტის ჩატარების ვალდებულებისგან. ამასთან, რეკომენდირებულია, რომ ისინი 3 დღის განმავლობაში, სახლის პირობებში დარჩნენ მონიტორინგის ქვეშ.

 

 

 

 


 

  ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო/უვიზო რეჟიმის) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

  განახლებულია: 26.01.2022