იაპონიაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

 

   ზოგადი ინფორმაცია

 

იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებით 2022 წლის 11 ოქტომბრიდან განახლდება პანდემიის გამო შეჩერებული იაპონიის ერთჯერადი და მრავალჯერადი ვიზების გაცემა იაპონიის საელჩოების, გენერალური საკონსულოების და საკონსულოების მიერ ყველა ქვეყანაში/რეგიონში (იხილეთ ბმული).

 

იაპონიაში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებზე იაპონიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვიზები გაიცემა საქართველოში იაპონიის საელჩოში.

 

ამასთან, 2022 წლის 11 ოქტომბრიდან საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს, იაპონიაში ვიზიტისას აღარ დასჭირდებათ მოკლევადიანი ვიზის გაფორმება.

 

  • სამჯერადი ვაქცინაციის (ბუსტერდოზის ჩათვლით) დამადასტურებელი სერტიფიკატის მფლობელი მგზავრები თავისუფლდებიან აეროპორტში ტესტის ჩატარებისა და თვითიზოლაციის მოთხოვნისგან.

 

  • სამჯერადი ვაქცინაციის სერტიფიკატის (ორჯერ ვაქცინირებული ან ვაქცინაციის გარეშე) არქონის შემთხვევაში, მგზავრები აღარ ექვემდებარებიან თვითიზოლაციას, მათ მოეთხოვებათ გამგზავრებამდე 72 საათით ადრე ჩატარებული COVID-19 ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენა. ტესტირების დამადასტურებელი სერტიფიკატის აუცილებელი რეკვიზიტებისა და პირობების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 

აქვე გასათვალისწინებელია, რომ გაფართოვდა იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ავტორიზებულ ვაქცინათა ნუსხა:

 

ვაქცინა მწარმოებელი
 COMIRNATY intramuscular injection
 COMIRNATY RTU intramuscular
 Injection
 Pfizer
 BioNTech
 Fosun Pharma
 Spikevax intramuscular injection  Moderna
 Vaxzevria intramuscular injection  AstraZeneca
 Covishield  Serum Institute of India
 JCOVDEN intramuscular injection  Janssen
 COVAXIN  Bharat Biotech
 Nuvaxovid intramuscular injection  Novavax
 COVOVAX  Serum Institute of India
 Covilo
 BBIBP-CorV
 Inactivated COVID-19 Vaccine (Vero Cell)
 Sinopharm/Beijing Institute of Biological Products
 CoronaVac
 COVID-19 Vaccine (Vero Cell), Inactivated
 Sinovac
 CONVIDECIA  CanSino Biologics

 

 

ვაქცინაციის სერტიფიკატთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 


 

     ტრანზიტით გავლის შესაძლებლობა

 

იაპონიის აეროპორტებში ტრანზიტით გავლა დაშვებულია, თუმცა დაკავშირებული ფრენა უნდა სრულდებოდეს იმავე დღეს. ტრანზიტის ზონაში მგზავრებს ღამისთევის უფლება არ ეძლევათ.

 


 

    წინასწარი რეგისტრაცია

 

  • იაპონიაში მგზავრობის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის, იაპონიაში გამგზავრებამდე რეკომენდირებულია გამოიყენონ ე.წ. „Fast Track“ და დაასრულონ საკარანტინო პროცედურის ძირითადი ნაწილი, ვინაიდან საკარანტინო პროცედურა ბევრად უფრო გამარტივდება. დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით „Fast Track“-ის ბმულზე: https://www.hco.mhlw.go.jp/en/

 

  • მოითხოვება წერილობითი თანხმობის ე.წ. written pledge წარდგენა.

 

 


 

      დამატებითი ინფორმაცია

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ამის გამო რეომენდირებულია ინფორმაციის გადამოწმება და კონსულტაციების გავლა საქართველოში იაპონიის საელჩოში, ასევე იაპონიის სხვადასხვა უწყებების ვებ-გვერდებზე:

 

https://www.mofa.go.jp/ca/fna/page4e_001053.html#section7

https://www.mhlw.go.jp/stf/covid-19/bordercontrol.html

https://www.ge.emb-japan.go.jp/itprtop_ka/index.html

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო 

საიმიგრაციო მომსახურების სააგენტო 

ჯანდაცვის სამინისტრო 


 

  ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო/უვიზო რეჟიმის) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

  განახლებულია: 18.10.2022