სლოვენიის რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები
ზოგადი ინფორმაცია
სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობის განკარგულებით, 2022 წლის 19 თებერვლიდან, შეიცვალა სლოვენიის რესპუბლიკაში შესვლის პირობები, რომელიც განსაზღვრული იყო COVID-19 პანდემიის შეზღუდვის და კონტროლის მიზნით, რაც ნიშნავს:
- სლოვენიის საზღვარზე, აღარ არის საჭირო წარმოდგენილ იქნას ე.წ. სამედიცინო კოვიდ-სერტიფიკატი RVT (recovered/vaccinated/tested) - გადატანილი ინფექციის, ვაქცინაციის ან ტესტირების თაობაზე.
- გაუქმდა კარანტინის ვალდებულება.
ვრცლად: https://www.gov.si/en/topics/coronavirus-disease-covid-19/border-crossing/
ეს ასევე ეხებათ სლოვენიის გავლით/ტრანზიტით მიმავალ მგზავრებს.
შენიშვნა: ტრანზიტის ერთადერთი შეზღუდვა არის ის, რომ მგზავრებს უნდა ჰქონდეთ მტკიცებულება, რომ შეძლებენ/აპირებენ სლოვენიის რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვებას და მეზობელ ქვეყანაში შესვლას.
გირჩევთ, გამგზავრებამდე შეამოწმოთ იმ ქვეყნებში შესვლის პირობები და სასაზღვრო ზომები, სადაც აპირებთ გამგზავრებას სლოვენიის გავლით.
სლოვენიაში შესვლისა და ტრანზიტის წინასწარი ნებართვები არ გაიცემა.
ყურადღება მძღოლებს!
ავტო-ტრანსპორტით მგზავრობისას აუცილებელია სლოვენიის საზღვრის კვეთამდე შეიძინოთ (ქალაქის ჯიხურებში ან ავტო-გასამართ სადგურებში) საქარე მინაზე დასაკრავი სლოვენიის ე.წ. „ვინიეტი“ – (15 ევრო), წინაააღმდეგ შემთხვევაში, საზღვარზე გათვალისწინებულია ჯარიმა 150-300 ევროს ოდენობით.
დამატებითი ინფორმაცია
ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:
ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო/უვიზო რეჟიმის) მოთხოვნები.
სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
განახლებულია: 23.02.2022