ჩეხეთის რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქის შესვლის პირობები


   ზოგადი ინფორმაცია

2022 წლის 9 აპრილიდან გაუქმდა ჩეხეთის რესპუბლიკის საზღვრის კვეთის დროს დაწესებული ყველა შეზღუდვა, რაც გამოწვეული იყო პანდემიის გავრცელებით.

საქართველოს მოქალაქეებს ჩეხეთის ტერიტორიაზე შესვლისას აღარ მოეთხოვებათ  სპეციალური ფორმის შევსება და COVID-19 ვაქცინაციის სერთიფიკატის წარდგენა.  შესაბამისად საქართველოს მოქალაქეს ჩეხეთის ტერიტორიაზე შესვლა შეუძლია საავტომობილო, სარკინიგზო თუ საჰაერო გზით, შეზღუდვების გარეშე.

საგულისხმოა, რომ აუცილებელია პანდემიამდე არსებული საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნების დაცვა!

 


   დამატებითი ინფორმაცია

ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო


 

  ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო/უვიზო რეჟიმის) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: 

უვიზო რეჟიმის მოთხოვნები

ზოგადი სავიზო ინფორმაცია

 

 

  განახლებულია 08.04.2022 წელს