ახალ ზელანდიაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

   კოვიდვაქცინით შესვლის პირობები

ამჟამად, ახალ ზელანდიაში შესასვლელად საქართველოს მოქალაქე კოვიდვაქცინირებულთათვის არ მოქმედებს განსხავებული წესი.

  • 2022 წლის 16 იანვრიდან სრულად ვაქცინირებული ახალი ზელანდიის მოქალაქეები და სხვა ქვეყნის მოქალაქეები (რომელთაც უფლება აქვთ ჩვეულებრივ პირობებში ესტუმრონ ახალ ზელანდიას), რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ავსტრალიაში ან ახალ ზელანდიაში ყოველგვარი კარანტინის გავლის გარეშე შეძლებენ ქვეყანაში შესვლას.
  • 2022 წლის 13 თებერვლიდან სრულად ვაქცინირებულ ახალი ზელანდიის მოქალაქეებსა და სხვა მგზავრებს ნებისმიერი ქვეყნიდან (გარდა ძალიან მაღალი რისკის ქვეყნებისა), რომელთაც უფლება აქვთ ჩვეულებრივ პირობებში ესტუმრონ ახალ ზელანდიას, კარანტინის გავლის გარეშე შეძლებენ ახალ ზელანდიაში შესვლას.
  • 2022 წლის 30 აპრილიდან ახალ ზელანდიაში შესვლა შესაძლებელი იქნება კარანტინის გავლის გარეშე ნებისმიერი მგზავრისთვის, თუ კი ზოგად სავიზო მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
  • 2022 წლის 3 მაისიდან ახალი ზელანდია კარანტინის გარეშე მიიღებს მასთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც.

მიუხედავად იმისა, რომ ტურისტებს აღარ ჭირდებათ კარანტინის გავლა, ახალ ზელანდიაში ჩასვლისას რამდენიმე რეგულაცია, ისეთი როგორიცაა ჩასვლამდე PCR ტესტირების ჩატარება და უკვე ქვეყანაში ჩასვლისას პირველ და მე-6 დღეს ტესტირების გავლა მაინც სავალდებულო რჩება.

დაშვებული ვაქცინებია: Pfizer-BioTech; AstraZeneca; Moderna; Sinopharm; Sinovac; AstraZeneca/Covishield (Serum Institute of India); Covaxin (Bharat Biotech).

ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს 14 დღე.

 


 

   კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები

 

ქვეყანაში შესვლა დაშვებულია შემდეგი კატეგორიის პირთათვის:

  • ახალი ზელანდიის მოქალაქეობისა და ბინადრობის მქონე პირებისათვის, ასევე, მათი უახლოესი ოჯახის წევრებისათვის.
  • ახალ ზელანდიაში მუდმივად მცხოვრები ავსტრალიის მოქალაქეებისათვის;
  • პირებისათვის, რომლებიც ახალ ზელანდიაში საჰაერო გზით შემოსვლამდე, 14 დღის მანძილზე იმყოფებოდნენ ავსტრალიაში.
  • ახალ ზელანდიაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და მათი უახლოესი ოჯახის წევრებისათვის;
  • საჰაერო და საზღვაო ეკიპაჟის წევრებისათვის (საკრუიზო და კომერციული გემების გარდა).

გარდა ამისა, ხდება გამონაკლისების დაშვებაც, რაზეც მოთხოვნა მინიმუმ ორი კვირით ადრე უნდა გაიგზავნოს ახალი ზელანდიის საიმიგრაციო სამსახურში.

  • კრიტიკული ან სპეციალური სამედიცინო მომსახურების პერსონალი;
  • ჰუმანიტარული მიზეზით მომავალი პირები;
  • სტუდენტები

 

   ტესტირება სავალდებულოა მაქსიმუმ 72 საათით ადრე 2 წლის ზემოთ ნებისმიერი ასაკის მგზავრისათვის, გარდა:

  • შესაბამისი სამედიცინო პრობლემების არსებობის შემთხვევაში (ცნობის წარდგენით);
  • საერთაშორისო ეკიპაჟისათვის.

ვაქცინირებულთათვისაც ტესტის ჩატარება სავალდებულოა ჩასვლის დღეს აეროპორტში ან სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში. 12 წლამდე არასრულწლოვანი, რომელიც მგზავრობს სრულად ვაქცინირებულ სრულწლოვანთან ერთად მსგავს პირობებში ხვდება. 

 

 

   კარანტინი/თვითიზოლაცია

ვაქცინირებულთათვის სავალდებულოა 7 დღიანი თვითიზოლაცია.

ასევე, 14 დღე მაღალი რისკის ქვეყნებიდან მიმავალი ნებისმიერი მგზავრისთვის, ხოლო 7 დღიანი კარანტინი სავალდებულოა ნებისმიერი მგზავრისათვის  ვინც არ არის ვაქცინირებული, გარდა:

  1. ტრანზიტით მყოფი პირებისათვის;
  2. სამედიცინო მიზეზით (თუ კი მოეთხოვება ჰოსპიტალიზაცია);
  3. ახალ ზელანდიაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის;

კარანტინის გავლა ხდება მთავრობის მიერ გამოყოფილ სპეციალურ დაწესებულებაში, რის ხარჯსაც ანაზღაურებს თავად მგზავრი, გამონაკლისები დაიშვება. კარანტინის თანხა ერთ ზრდასრულ ადამიანზე წარმოადგენს 3,100 ახალზელანდიურ დოლარს, დამატებით ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანზე 950 ახალზელანდიურ დოლარს და 475 ახალზელანდიურ დოლარს თითო არასრულწლოვანზე. 3 წლამდე ბავშვზე გადასახადი არ ვრცელდება.

გამონაკლისის სახით სხვადასხვა მიზეზის გამო მოქალაქე შეიძლება გათავისუფლებული იქნას გადასახადისაგან, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს ახალი ზელანდიის ბიზნესის, ინოვაციისა და დასაქმების სამინისტრო.

 


 

    ტრანზიტით გავლის შესაძლებლობა

 

ახალ ზელანდიაში ტრანზიტის პერიოდად განსაზღვრულია 24 საათი.

 


   სტუდენტების შესვლა

 

სტუდენტები ქვეყანაში დაიშვებიან გამონაკლისის სახით. 250-მდე საერთაშორისო დოქტორანტურისა და მაგისტრატურის სტუდენტზე გაიცემა ნებართვა ახალი ზელანდიის შესაბამისი სტრუქტურების მიერ.

  • წარდგენილმა სტუდენტმა უნდა აჩვენოს, რომ წლიურად 15 000 ახალ ზელანდიური დოლარის ოდენობით შემოსავალი ექნება, საარსებო ხარჯების დასაფარად.

1000-მდე ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხის სტუდენტზე. იმისათვის, რომ აღნიშნულ კვოტაში სტუდენტი მოხვდეს, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • ახალი ზელანდიის სტუდენტური ვიზა, რომელსაც ვადა ჰქონდა 2020 წლამდე;
  • სწავლობდა ახალ ზელანდიაში 2019 ან 2020 წელს, მაგრამ კოვიდ-19 რეგულაციების გამო ვერ მოახერხა ახალ ზელანდიაში დაბრუნება სწავლის გასაგრძელებლად;
  • სტუდენტმა უნდა აჩვენოს, რომ წელიწადში მინიმუმ 20,000 ახალ ზელანდიური დოლარის შემოსავალი ექნება საარსებო ხარჯებისათვის;
  • ასევე უნდა აჩვენოს, რომ შეძლებს დაფაროს ახალ ზელანდიაში კარანტინის ხარჯებს.

საერთაშორისო სტუდენტების პარტნიორები და მზრუნველების ქვეშ მყოფი პირებიც შეძლებენ მათთან ერთად ქვეყანაში შესვლას.

 


 

    დამატებითი მოთხოვნები

ქვეყანაში ჩასვლისთანავე მოქალაქე დგება ჯანდაცვის სამინისტროს აღრიცხვაზე აეროპორტში მყოფი ჯანდაცვის წარმომადგენლის მიერ და ყველა შეტყობინებას იღებს მობილურის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. საჭიროა ქვეყანაში ჩასვლამდე 14 დღის მოგზაურობის ისტორიის შესახებ დეკლარაციის შევსება.

 


 

   დამატებითი ინფორმაცია

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

საიმიგრაციო სამსახურის გვერდი კოვიდ-19 შეზღუდვებთან დაკავშირებით

ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი კოვიდ-19 შეზღუდვებთან დაკავშირებით

 


 

 

  ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო რეჟიმის) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

  განახლებულია: 18.03.2022