გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

2022 წლის 11 ივნისიდან დროებით მოიხსნა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შემოღებული ყველა შეზღუდვა. გერმანიაში შესვლა შესაძლებელია მგზავრობის ნებისმიერი მიზნის შემთხვევაში, მათ შორის ტურისტული მიზნით. აღნიშნული არ ვრცელდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან მიმავალ პირებზე, გარდა გერმანიის მოქალაქეებისა.

გამგზავრების  მსურველთათვის  აღარ არის სავალდებულო აცრის, გამოჯანმრთელების ან ჩატარებული ტესტის საბუთის წარდგენა.

გერმანიაში შესვლასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნა ასევე არ ეხებათ ვირუსის მუტაციის ქვეყნებიდან მიმავალ პირებს (დღეის მდგომარეობით არც ერთი ქვეყანა არ განეკუთვნება ვირუსის მუტაციის გავრცელების ქვეყნებს. იხილეთ: რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის ვებ-გვერდი).

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე.

 


   დამატებითი ინფორმაცია

ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტრო


   ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო/უვიზო რეჟიმის) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: 

უვიზო რეჟიმის მოთხოვნები

ზოგადი სავიზო ინფორმაცია

  განახლებულია: 10.06.2022