ლიბანის რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

 

  ზოგადი ინფორმაცია

 

ამ ეტაპზე, ლიბანის რესპუბლიკაში შესვლა შეზღუდული არ არის და ქვეყანაში შესვლა შეუძლია ნებისმიერი კატეგორიის მგზავრს.

 


 

  კოვიდ-ვაქცინით შესვლის პირობები

 

სრულად ვაქცინირებულად ითვლებიან:

  • პირები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ 2 დოზა + ბუსტერი
  • პირები, რომლებსაც 2 დოზა ჩატარებული აქვთ გამგზავრებამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში

დაშვებული ვაქცინებია: Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen (J&J), Sinopharm, Sinovac).

 

საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით).

ვაქცინაციის ბოლო დოზის შემდეგ გასული უნდა იყოს მინიმუმ 15 დღე, (Janssen (J&J) შემთხვევაში ერთი დოზა).

 


 

   კოვიდ-ვაქცინის გარეშე შესვლის პირობები

 

პირები, რომლებსაც არ აქვთ ჩატარებული კოვიდ-ვაქცინაცია ან არ აკმაყოფილებენ კოვიდ-ვაქცინით შესვლის პირობებს, ვალდებულნი არიან  წარადგინონ გამგზავრებამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის ან უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში ჩატარებული სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი.

12 წლამდე ბავშვებს PCR ტესტის წარდგენა არ მოეთხოვებათ და ისინი მშობლებთან ერთად შედიან ლიბანში.   

 

 


 

   წინასწარი რეგისტრაცია

 

გამგზავრებამდე სავალდებულოა ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ელექტრონული ფორმის შევსება:  https://survey123.arcgis.com/share/988ba32e1b634902ba3b14c3e4f1614d

ასევე, წინასწარი რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://covid.pcm.gov.lb/impactmobile/curfew

მგზავრმა უნდა ჩამოტვირთოს და გააქტიუროს აპლიკაცია „Covidlebtrack

 


 

   დამატებითი ინფორმაცია

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე:

ბმული

 


 

  ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

  განახლებულია: 04.08.2022