სლოვაკეთის რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

 

   ზოგადი ინფორმაცია

 

სლოვაკეთის საზღვრის კვეთისას სავალდებულო აღარ არის COVID-19 ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატის ან PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. ასევე, მოხსნილია თვითიზოლაციის და/ან კარანტინის ვადებულება შემოსვლისას.

 

მოქალაქეს, რომელსაც, სლოვაკეთის ტერიტორიაზე ყოფნისას, სწრაფი ან PCR ტესტის საფუძველზე დაუდასტურდება კორონავირუსი, ვალდებულია დადასტურების დღიდან გადავიდეს 5 დღიან თვითიზოლაციაში/კარანტინში. 5 დღის გასვლის შემდეგ სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, ის თავისუფლდება იზოლაციის ვალდებულებისგან.

 


 

   დამატებითი ინფორმაცია

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე:

 

www.korona.gov.sk


 

  ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო/უვიზო რეჟიმის) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: 

უვიზო რეჟიმის მოთხოვნები

ზოგადი სავიზო ინფორმაცია

 

    განახლებულია: 09.08.2022