მალტის რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

 

   ზოგადი ინფორმაცია

 

მალტის  ტერიტორიაზე შესვლის მარეგულირებელი წესები სტანდარტულ პირობებს დაუბრუნდა. 

 

2022 წლის 25 ივლისიდან მალტის  რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლისას აღარ არის სავალდებულო Green Pass-ის (კოვიდ-პასპორტის, გამოჯანმრთელების დამადასტურებელი მოწმობის, მოლეკულური ან ანტიგენის ნეგატიური ტესტის სერტიფიკატის) წარმოდგენა. საქართველოდან მიმავალმა მგზავრმა მალტის ტერიტორიაზე შესვლისას უნდა წარადგინოს მხოლოდ უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

 

 

 


 

   დამატებითი ინფორმაცია

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

https://deputyprimeminister.gov.mt/en/health-promotion/covid-19/Pages/travel.aspx

 


 

  ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო/უვიზო რეჟიმის) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: 

უვიზო რეჟიმის მოთხოვნები

ზოგადი სავიზო ინფორმაცია

  განახლებულია 05.08.2022