მექსიკის შეერთებულ შტატებში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

 

 ზოგადი ინფორმაცია

მექსიკის შეერთებულ შტატებში შესასვლელად კოვიდ-ვაქცინირებულთათვის არ მოქმედებს განსხვავებული წესი.

 

მექსიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობა დაშვებულია ნებისმიერი მიზნით.


 

 ტესტის წარდგენის ვალდებულება

 

მექსიკაში შესვლისას PCR/სწრაფი ტესტის პასუხის წარდგენა არ არის სავალდებულო.


 

 წინასწარი რეგისტრაცია

 

მექსიკაში საჰაერო გზით შესვლისა და გასვლის წინ, სავალდებულოა წინასწარი (სანიტარული) რეგისტრაციის აპლიკაციის შევსება.


 

 ტრანზიტით გავლის შესაძლებლობა

 

ტრანზიტის პირობები დამოკიდებულია მგზავრის დანიშნულების საბოლოო ქვეყნის რეგულაციებზე. მაგალითად, ა.შ.შ-ში მექსიკის გავლით შესვლისათვის აუცილებელია ე.წ. ანტიგენის ტესტის სერთიფიკატი.


 

   დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე: https://coronavirus.gob.mx/

 

 


 

 

  ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

  განახლებულია 02.07.2021 წელს