ბოსნია და ჰერცეგოვინაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

 

 საქართველოს მოქალაქეებს ბოსნია და ჰერცეგოვინაში გამგზავრება შეუძლიათ ნებისმიერი მიზნით.

საზღვრის კვეთისას უნდა წარადგინონ ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:

ა) ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი, ინგლისურ ენაზე;

ბ) COVID-19 ვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ჩატარებულია გამგზავრებამდე 14 დღით ადრე მაინც (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით).

გ) ბოლო 6 თვის განმავლობაში COVID-19 გადატანის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა, ინგლისურ ენაზე;


 

 PCR ტესტის/ვაქცინაციის დოკუმენტის წარდგენისგან თავისუფლდებიან:

 

  • 7 წლამდე ბავშვები, რომლებიც მოგზაურობენ მშობლებთან ერთად. ამასთან, მშობლები უნდა აკმაყოფილებდნენ ერთ-ერთ ზემოთ მითითებულ (ა,ბ ან გ) კრიტერიუმს.
  • უცხოელები, რომლებიც ფლობენ ბოსნია და ჰერცეგოვინას დროებით ან მუდმივ ბინადრობის ნებართვას და ბოსნია და ჰერცეგოვინას ტერიტორიას ტოვებენ მონტენეგროს, ხორვატიის ან სერბეთის მიმართულებით და მათი მოგზაურობა თუ არ აღემატება 48 საათს.

 დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე: http://www.granpol.gov.ba/Content/Read/74?title=Covid-19 

 


 

  ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო რეჟიმის) მოთხოვნები.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 განახლებულია 05.07.2021