მოკლევადიანი ვიზის მისაღებად საკონსულოში წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი:

  •  სავიზო განაცხადის ფორმა (თქვენი პირადი მონაცემების შემცველი კითხვარი);http://www.immi.gov.au/allforms/)
  •  პასპორტის მთავარი გვერდის ასლი (მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე), ნოტარიულად დამოწმებული;
  • ფოტო ბიომეტრიული, გადაღებული უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში;
  • ბილეთის ჯავშანი (ორიგინალი და/ან  ელექტრონული ბილეთის ასლი);
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურ ენაზე;
  • ფინანსური გარანტია (უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი, საკრედიტო ბარათის და/ან საბანკო ანგარიშის შესახებ ცნობა);
  • მოწვევა ;
  • სავიზო მოსაკრებელი ტურისტული ვიზის შემთხვევაში 335 აშშ დოლარი, საქმიანი ვიზის შემთხვევაში 130 აშშ დოლარი.

ასევე გთხოვთ გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას!

2012 წლის 16 ივლისიდან, ავსტრალიის საელჩომ ქ.ანკარაში შეწყვიტა პასპორტებში ეტიკეტირებული ვიზის (სავიზო ბლანკის) განთავსება.

ცვლილება ეხება როგორც დროებით, ასევე მუდმივ ბიზნეს, ტურისტულ, პარტნიორულ და სტუდენტურ ვიზებს.

ეტიკეტის გარეშე მგზავრობამ შეამცირა ვიზის გაყალბების რაოდენობა. ეტიკეტისაგან განსხვავებით, რომელიც შესაძლებელია გაყალბდეს, ელექტრონული თანხმობა რეალურად ადასტურებს მგზავრის ვიზის ხანგძლივობას.

მგზავრებს ავსტრალიაში გასამგზავრებლად აღარ ესაჭიროებათ ვიზის ეტიკეტი (ბლანკი) პასპორტში. ვიზა დაკავშირებულია მის პასპორტთან, რომელიც წარდგენილი იყო სავიზო აპლიკაციასთან ერთად. კლიენტმა მგზავრობისას თან უნდა იქონიოს პასპორტი და სავიზო აპლიკაცია. ვიზის მსურველი მოქალაქეები ასევე მიიღებენ წერილს ვიზის გაცემის შესახებ. საელჩოები მოქალაქეებს ურჩევენ მგზავრობისას პასპორტისა და სავიზო აპლიკაციის გარდა, ასევე იქონიონ ვიზის გაცემის წერილიც, თუმცა მათი პასპორტი და სავიზო განაცხადის ფორმაც საკმარისია ავიაკომპანიის თანამშრომლებისათვის, რათა დარწმუნდნენ ძალაშია თუ არა მგზავრის ვიზა.

ავსტრალიის ელექტრონული სისტემა ავიაკომპანიის თანამშრომლებს საშუალებას აძლევს შეამოწმონ კლიენტის ვიზის სტატუსი ავსტალიიდან გამომგზავრების დროსაც.

ავიაკომპანიებს აქვთ საშუალება 24 საათიან სამუშაო რეჟიმში დაუკავშირდნენ ავსტრალიის სახელმწიფოში შესვლის ოპერაციების ცენტრს. ამ ახალი სისტემას აქვს რამდენიმე უპირატესობა:

  • მოქალაქე არ აგზავნის თავის პასპორტს საელჩოში. საელჩო მოითხოვს მხოლოდ აპლიკანტის პასპორტის ბიომეტრიული მონაცემების შემცველი გვერდის ნოტარიულად დამოწმებულ ასლს, სავიზო განაცხადდთან ერთად.
  • თუ კლიენტმა არ წარმოადგინა რომელიმე  დოკუმენტის ორიგინალი, არ არის ფოსტით გაგზავნის ან კლიენტისათვის უკან გამოგზავნის მომსახურება.
  • დროის დაზოგვის მიზნით, შესაძლებელია აპლიკანტს გაეგზავნოს ელექტრონული შეტყობინება ვიზის მიღების შესახებ.
  • ახალი სისტემა აპლიკანტს საშუალებას აძლევს სავიზო განაცხადი შეიტანოს ავსტრალიის საელჩოში და ამავდროულად სხვა ქვეყნის საელჩოშიც.
  • არ არსებობს პასპორტის დაკარგვის ან არასწორ მისამართზე გაგზავნის საფრთხე.

როგორ გაიგებს აპლიკანტი რა მოთხოვნებს უყენებს მას საელჩო ვიზის მისაღებად?

 

აპლიკანტი მიიღებს წერილს ვიზის მოქმედების ვადისა და შესაბამისი პირობების შესახებ.

თუ აპლიკანტი დაკარგავს აღნიშნულ წერილს ან დასჭირდება დამატებითი ინფორმაცია, მათთვის ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ სისტემა „VEVO–ს” მეშვეობით.

“VEVO”არის ონლაინ სისტემა, რომელიც ხელმისაწვდომია ვიზის მქონე მოქალაქეებისათვის, რათა გადაამოწმონ დეტალები მათ სახელზე გაცემული ვიზის შესახებ.

აღნიშნული სისტემის მეშვეობით ვიზის მფლობელ მოქალაქეს შეუძლია გადაამოწმოს შემდეგი სხის ინფორმაცია:

  • ვიზის კლასი (კატეგორია) და ქვეკლასი (ქვეკატეგორია)
  • ვიზის გაცემისა და ვადის გასვლის თარიღი
  • ვიზის ნომერი
  • ავსტრალიის ტერიტორიაზე შესვლის თარიღი
  • თანმხლები პირების სია
  • შესვლის რაოდენობა
  • ქვეყანაში ყოფნის პერიოდი

 

ავსტრალიის სამუშაო ვიზების თაობაზე:

ავსტრალიის მთავრობის ინიციტივით, 2018 წლის მარტის თვიდან ცვლილებები შევა დროებითი სამუშაო ვიზების გაცემის რეგულაციაში, კერძოდ: აქამდე მოქმედი 457 კატეგორიის ვიზა (subclass 457 visa), რომელიც განკუთვნილი იყო უცხოელ სამსახურის მაძიებლებზე გაუქმდება და ჩანაცვლდება „დროებითი კვალიფიკაციის ნაკლებობის ვიზით“ (Temporary Skill Shortage Visa - TSS).

ახალი, „დროებითი კვალიფიკაციის ნაკლებობის ვიზის“ პროგრამა სამი კატეგორიის ვიზის აღების საშუალებას იძლევა:

1.    მოკლევადიანი (short-term stream) - რაც ავსტრალიელ დამსაქმებელს უცხოელ სამსახურის მაძიებლის მაქსიმუმ 2 წლის ვადით დასაქმების საშუალებას აძლევს (4 წლის ვადით საერთაშორისო ვაჭრობის ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში);

2.    საშუალოვადიანი (medium term stream) – რომელიც განკუთვნილია უფრო კვალიფიციური კადრებისთვის და გაიცემა 4 წლის ვადით. აღნიშნული ვიზის მფლობელ პირებს, საშუალება   ეძლევათ   3   წლის   შემდეგ   მუდმივი   ცხოვრების   უფლებაზე   განაცხადი შეიტანონ.

3.    შრომითი შეთანხმება (Labour Agreement Stream) - წარმოადგენს დამსაქმებელთა მიერ იმ კვალიფიკაციური კადრების დაქირავების შესაძლებლობას, რომლებიც ადგილობრივ შრომით   ბაზარზე   არ   არიან   ხელმისაწვდომი   და   მათზე   სტანდარტული   სავიზო პროგრამები არ ხორციელდება. ამ კატეგორიაშიც არის მუდმივი ცხოვრების უფლების მოპოვება შესაძლებელი, თუმცა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოლაპარაკების საფუძველზე.

ახალი რეგულაციით, „დროებითი კვალიფიკაციის ნაკლებობის ვიზის“ სამივე კატეგორია მოიცავს გამკაცრებულ პროცედურებს, აპლიკანტების სავალდებულო კრიმინალური ისტორიის შემოწმებისა და ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების ჩათვლით. ასევე სავალდებულოა აპლიკანტის მიერ საკუთარი პროფესიით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილების ცნობის წარდგენა. პროფესიათა  შესაბამისი  სფეროების  სია  მთავრობის  მიერ  ყოველ  6  თვეში  განახლდება.  ამასთან, სავიზო   პროგრამა,   ავსტრალიელ   დამსაქმებელს,   რომელიც   უცხოელ   სამსახურის   მაძიებელს


სპონსორობას  უწევს,  ვალდებულს  ხდის  კვალიფიკაციის  ამაღლების  სპეციალური  გადამზადების კურსები ჩაუტაროს საკუთარ კომპანიაში მომუშავე ავსტრალიელ კადრებს.

„დროებითი კვალიფიკაციის ნაკლებობის ვიზა“ (TSS) ავსტრალიის მთავრობის რეფორმის ნაწილი გახლავთ, რომელიც, უპირველეს ყოვლისა“ ადგილობრივი კადრების უფლებების დაცვისა და წახალისებისკენ არის მიმართული. მეორე მხრივ, სამუშაო ვიზის მიღების ახალი რეგულაცია, ავსტრალიის საიმიგრაციო პოლიტიკის ერთგვარი გამკაცრებაცაა, რაც აუცილებლად აისახება იმ ადგილობრივ  სპონსორებზე (მაგ: კომპანია), რომელიც უცხოელის დასაქმებას გეგმავს.

დამატებითი   ინფორმაციის   ხილვა       ავსტრალიის   ახალ   TSS   ვიზასთან   დაკავშრებით
შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე:  https://www.homeaffairs.gov.au/trav/work/457-abolition-replacement