საქართველოში მგზავრობის მიზანი დასტურდება ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტით:
 
1. საქართველოს ან შესაბამისი ქვეყნის სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ უცხოელი საქართველოში მოემგზავრება სახელმწიფო, ოფიციალური ან სამუშაო ვიზიტით;
2. საქართველოს ან შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ უცხოელი წარმოადგენს იმ ოფიციალური დელეგაციის წევრს, რომელიც მოემგზავრება საქართველოში საქმიანი ვიზიტით;
3. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ უცხოელი საქართველოში მოემგზავრება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტული მისიით;
4. შესაბამისი ქვეყნის საგარეო უწყების, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების ან იმ ორგანიზაციის წერილობითი მომართვა, რომლის თანამშრომლებიც დიპლომატიური ან მასთან გათანაბრებული სტატუსით სარგებლობენ;
5. სხვა სახელმწიფოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირების, უმაღლესი და მაღალი დონის დელეგაციის წევრების და მათ თანმხლები ოჯახის წევრების მეგობრული ან არაოფიციალური ვიზიტის შემთხვევაში ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება აღნიშნული კერძო ვიზიტის მიზანი;
6. დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უცხოელს/მის დამსაქმებელსა და საქართველოში მყოფ ფიზიკურ პირს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს შორის საქმიანი (კომერციული, პროფესიული) ურთიერთობების არსებობა. უცხოელის დამსაქმებელსა და საქართველოში მყოფ ფიზიკურ პირს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს შორის საქმიანი ურთიერთობების არსებობისას, წარმოდგენილი უნდა იქნეს ასევე უცხოელსა და მის დამსაქმებელს შორის შრომითი ურთიერთობის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
7. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, საქართველოში რეგისტრირებული ფიზიკური პირის (ინდივიდუალური მეწარმის) ან იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ პირმა საქართველოში უნდა განახორციელოს შრომითი საქმიანობა. ასევე დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია უცხოელთან შრომითი ურთიერთობის სავარაუდო ხანგრძლივობა და შრომითი საქმიანობის ანაზღაურების ოდენობა ან ანაზღაურების სხვა ფორმების არსებობის შესახებ ინფორმაცია.
8. უცხო ქვეყნის შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რომ უცხოელი დასაქმებულია ამ დაწესებულებაში და სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად საჭიროებს საქართველოში ვიზიტს;
9. დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ პირი არის დიპლომატიური კურიერი;
10. საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების/გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულებაში ასეთი პირობების/გარემოებების არსებობის შემთხვევაში);
11. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული სამშვიდობო ძალებისა და სხვა სამხედრო კონტინგენტის წევრების შემთხვევაში, დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება აღნიშნული გარემოება (ინდივიდუალური ან კოლექტიური გადაადგილების ბრძანება, სამხედრო მოწმობა ან სხვა).
12. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება, რომ უცხოელი არის საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი/თანადამფუძნებელი ან ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი;
13. დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ უცხოელი თავის ან სხვა ქვეყანაში ეწეოდა ან ეწევა სამეწარმეო საქმიანობას ან საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის საკმარისი ფინანსური სახსრების (საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭირო ფინანსური სახსრები) არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
14. შესაბამისი შრომითი ხელშეკრულება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას უცხოელთან შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობისა და შრომითი საქმიანობის ანაზღაურების ოდენობას (ასეთის არსებობისას).
15. სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აღნიშნულ დაწესებულებაში უცხოელის მიერ მკურნალობის გავლის საჭიროებას ან/და დაწესებულების მზადყოფნას, უზრუნველყოს უცხოელის მკურნალობა. დოკუმენტში ასევე მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია თანმხლები პირის არსებობის აუცილებლობის თაობაზე (ასეთის საჭიროებისას) და მკურნალობის მთლიანი ხარჯების ოდენობა.
16. საქართველოს ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
17. საქართველოს ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი (წერილი, სტუდენტის ბილეთი და სხვა), რომლითაც დასტურდება, რომ უცხოელი სწავლობს აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე (სასწავლო კურსი, გაცვლითი პროგრამა, კვლევის განხორციელება, ენის შემსწავლელი კურსები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები და სხვა) ან მოემგზავრება საგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე სასწავლებლად ან კვლევის ჩატარების მიზნით;
18. უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში მგზავრობის მიზნის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამის ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმ უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელზეც ჩაირიცხა უცხოელი.
19. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით გათვალისწინებული საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
20. დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქართველოში უცხოელის ნათესავის ან ახლობლის საფლავის არსებობას;
21. დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უცხოელსა და დაკრძალულ პირს შორის ნათესაურ კავშირს ან მათ შორის ახლობლური ურთიერთობის არსებობას.
22. დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება სამეცნიერო სემინარის, კონფერენციის, სხვა სამეცნიერო-კვლევითი, პედაგოგიური, კულტურული ან სპორტული ღონისძიების ჩატარება, ამ ღონისძიებაში უცხოელის მონაწილეობა (მონაწილის, სტუმრის ან სხვა სტატუსით) და რომელშიც მითითებულია მასპინძელი ორგანიზაციის სახელი, უცხოელის საქართველოში სავარაუდო ყოფნის ხანგრძლივობა და ვიზიტის მიზანი;
23. საქართველოს ან შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ უცხოელი საქართველოში მოემგზავრება მეცნიერული, სპორტული, კულტურული ან საგანმანათლებლო მისიით;
24. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების ან ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება სპორტული ღონისძიების ჩატარება და ამ ღონისძიებაში უცხოელის მონაწილეობა (მონაწილის, სტუმრის ან სხვა სტატუსით), ან უცხოელის საქართველოში სპორტული მისიით გამომგზავრების ფაქტი.
25. პროფესიული ორგანიზაციის ან დამსაქმებლის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პირი უცხო ქვეყანაში ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას ან მისი თანმხლები პირი მონაწილეობს/დახმარებას უწევს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში;
26. დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მგზავრობის მიზანია ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება ან ამგვარ საქმიანობაში დახმარების გაწევა;
27. საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ჟურნალისტური აკრედიტაციის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა).
28. დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ პირი არის საქართველოს ნავსადგურში მდგომი კონკრეტული გემის ეკიპაჟის წევრი (მეზღვაურის მოწმობა);
29. საქართველოში პროფესიული საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი და დოკუმენტი/ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება რომ უცხოელი ეწევა მსგავსი ტიპის საქმიანობას;
30. თავისუფალი პროფესიის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი, ცნობა პროფესიული გაერთიანებიდან და სხვა).
31. საქართველოში მოსანახულებელი წმინდა ადგილების ჩამონათვალი და მათი მონახულების დროში გაწერილი მარშრუტი;
32. საქართველოში არსებულ რელიგიურ ორგანიზაციებთან კავშირის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მიმოწერა და სხვა).
33. ნებართვა, რომელიც უცხოელ მძღოლს აძლევს ტვირთის გადაზიდვისა და/ან მგზავრთა გადაყვანის უფლებას.
34. საქართველოს ან შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ უცხოელი საქართველოში მოემგზავრება სტაჟირების გავლის მიზნით ან მოხალისედ;
35. საქართველოს ტერიტორიაზე, 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ღირებულებაზე მეტი ღირებულების უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და  საჯარო სამართლის იურიდიული პირის -საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს  - აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება.
36. იმ შემთხვევაში, თუ ვიზის მიღების მსურველი პირი ვიზას იღებს როგორც უცხოელის ოჯახის წევრი, დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ უცხოელი წარმოადგენს ოჯახის წევრს (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და სხვა).
37. მოწვევა;
38. დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველში მყოფი პირი ან პირი, რომელსაც წარდგენილი აქვს სავიზო განაცხადი D1, D2 ან D3  კატეგორიის ვიზის გაცემის მიზნით ან მიღებული აქვს ზემოაღნიშნული კატეგორიის ვიზა, წარმოადგენს D4 კატეგორიის ვიზის მიღების მსურველი უცხოელის ოჯახის წევრს (ქორწინების მოწმობა, შვილების დაბადების მოწმობა, უცხოელის დაბადების მოწმობა და სხვა);
39. დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ უცხოელის ოჯახის წევრი კანონიერად იმყოფება საქართველოში (კანონიერად ყოფნაში არ ითვლება უცხოელის ოჯახის წევრი საქართველოში ყოფნა ვიზის საფუძველზე, გარდა D1, D2 ან D3 კატეგორიის ვიზისა).
40. ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უცხოელის საქართველოში მგზავრობის მიზანი.